სტილი
(09.07.2021)

მომღერალი თათა გიორგობიანი ცნობილი "ღამის შოუს" ბენდიდან გახდა. ის გელა გნოლიძესა და ბაბი კირკიტაძესთან ერთად მღერის და, ამის პარალელურად, არაერთი მიმართულებით მუშაობს. თათა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ის საკუთარი გარეგნობისა და იმიჯის გამო არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ამის გამო მას ცოტა ხნის წინ განმარტებების გაკეთებაც მოუწია და თქვა, რომ თუ ვინმე მასში მხოლოდ სექსუალურობას ხედავს, ეს მისი პრობლემაა: „ამ ეტაპზე ფსიქოლოგიის მაგისტრანტი ვარ, სამ სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობ და მათ შორის, ფინანსური მარკეტინგის განხრით. ჩემს გვერდს თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს. ვინ რას დაინახავს, მათი საქმეა და მათი აღქმის დიაპაზონით განისაზღვრება" - აღნიშნა მან.

მიუხედავად ამისა, თათა გიორგობიანის ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს და გამონაკლისი არც მისი ბოლო პოსტია „ინსტაგრამზე". ფოტოებს, სადაც მომღერალი აუზის ფონზე საცურაო კოსტიუმში პოზირებს, უამრავი კომენტარი აქვს: „სუპერ გოგო ხარ", „ულამაზესი ხარ, როგორც ყოველთვის", „ქალი საოცრება" - წერენ თათას გულშემატკივრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე