სტილი
(09.07.2021)

ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და მომღერალ ლიზა ჩიჩუას წყვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მათ ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც კომპლიმენტებსა და კეთილ სურვილებს მათთვის არასდროს იშურებენ.

ლიზამ და ირაკლიმ საკუთარი ურთიერთობა სულ ცოტა ხნის წინა გაასაჯაროეს, რასაც საზოგადოების მხრიდან გაოცება და აღფრთოვანება მოჰყვა. როგორც ირაკლი მაქაცარია „ინსტაგრამსთორიში" წერდა, ისინი უკვე 9 თვეა, რაც ერთად არიან. წყვილს შორის სხვაობა 17 წელია, თუმცა ეს მათთვის არაფერს ნიშნავს.

 

"All we need is love" - ამ წარწერით გამოაქვეყნა რჩეულთან ერთად გადაღებული ახალი ფოტოები ირაკლი მაქაცარიამ. ფოტოს, რასაკვირველია, გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „ფერი ფერსო, საუკეთესო წყვილი ხართ", „ეს გოგო საოცარია", „გიყურებთ და სამყარო უფრო სუფთა, უფრო მშვიდია" - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე