სტილი
(09.07.2021)

შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გასულ წელს გახდა. შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

როგორც ცნობილია, "კანონიერი ქურდი" ლაშა ბარათელი საქართველოს მოქალაქე არ არის და ის ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. 2014 წელს ის მძიმედ დაჭრეს და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ორი წლის შემდეგ კი რუსეთიდან დეპორტით გამოუშვეს საქართველოში, თუმცა ქვეყანა მალევე დატოვა და საცხოვრებლად თურქეთში წავიდა.როგორც შორენა ამბობს, საყვარელი მამაკაცი მასზე უმცროსია ასაკით, თუმცა ეს ხელს არ უშლით ურთიერთობაში.

საყვარელი ქალის გასახარებლად მანძილი დაბრკოლება არ აღმოჩნდა. ლაშა ბარათელმა შორენას სადღესასწაულო გარემო მოუწყო და თეთრი ვარდების ულამაზესი თაიგული გამოუგზავნა. ტელეწამყვანს იუბილე გამომწერებმა და მეგობრებმაც მიულოცეს: "გილოცავ, იყავი ბედნიერი ქალი და დედა", "გილოცავ ჩემო საყვარელო, ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ", "მუდამ ბედნიერი და გახარებული იყავი" - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე