სტილი
(09.07.2021)

ნინა სუბლატი ცნობილი მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავიდან" გახდა. მან პროექტში გამარჯვება მოიპოვა და 2015 წელს „ევროვიზიაზე" საქართველო წარადგინა, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.

ნინა არაოდრინალური გარეგნობითა და სტილით მალევე გახდა ბევრი თინეიჯერისთვის მისაბაძი. მისი ვოკალური მონაცემები კი საქართველოს ფარგლებს გასცდა და მეუღლესთან ერთად შექმნილი პროექტი მან საზღვარგარეთაც გაიტანა.

ნინა სუბლატი „საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობისას კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე ოცნებობდა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, მან დაქორწინება გადაწყვიტა და 2013 წელს რჩეულთან, გიორგი შამანაურთან ერთად ფოტოები იუსტიციის სახლიდან გამოაქვეყნა, სადაც წყვილმა ხელი მოაწერა. გიორგი თავადაც მუსიკოსია და მომავალი მეუღლე სწორედ მუსიკალურ პროექტში გაიცნო.

2020 წელს ცნობილი გახდა, რომ ნინა ორსულად იყო და პირველ შვილს ელოდებოდა. წყვილის სიხარული სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გაიზიარა: „ბედნიერი ვარ შენ გამო", „გილოცავ, რა მაგარია", „ულამაზესი ორსული ხარ" - წერდნენ გულშემატკივრები.

„არ ვიცი, ვიღაცა პატარა ბავშვია მოსული ჩემთან" - ამ სათაურით გამოაქვეყნა 2020 წლის აგვისტოში შვილის ფოტო მომღერალმა. ნინასა და გიორგის ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. ნინა შვილის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს და გამომწერები აღნიშნავენ, რომ პატარა ძალიან ჰგავს დედას.

კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ აღარ ჩანს ნინა სუბლატი ტელეეკრანებზე, მუდმივად ისმის. ამის შესახებ მომღერალმა ცოტა ხნის წინ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა: „21ის რომ გავხდი ე.წ ეგზისტენციალური დეპრესია დამეწყო, თან გავაანალიზე რომ არ ვიცოდი სად ვიყავი, მაგრამ აშკარად დიდი სისწრაფით მივექანებოდი სადღაც. თუ გინდა გაიგო სად ხარ, უნდა გაჩერდე და მიმოიხედო. მაშინ მივხვდი, რომ ჩემ კარიერას კოლოსალურ დროს ვუთმობდი თუნდაც ფიქრის დონეზე, ქმედებაზე რომ არაფერი ვთქვა. მივხვდი რომ მაგის იქით არაფერი არ არსებობდა და გულწრფელად ვაღიარე, რომ ის რასაც ვაკეთებდი, უბრალოდ აღარ მაბედნიერებდა. მოკლედ, იქამდე ვეჭიდავე ამ ყველაფერს, სანამ ჯანმრთელობაზე არ აისახა. ამის მერე ვისწავლე როგორ გავუშვა ის, რაც აღარ მინდა. ვისწავლე როგორ დავანგრიო. როგორ მოვკლა ყოველი ახალი ეგო. როგორ არ აღვიქვა საკუთარი თავი სერიოზულად. როგორ ვიცინო სამყაროსთან ერთად" - წერდა ნინა.

როგორც ჩანს, მომღერალმა ცხოვრებაში სიახლეების შეტანა გადაწყვიტა და, ამასთან ერთად, ვარცხნილობაც შეიცვალა. რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ერთ-ერთი ქართული ჟურნალისთვის პოზირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე