სტილი
(10.07.2021)

ქართველი ვლოგერების, გიორგი ჯობავასა და სალი წვერავას წყვილს სოციალურ ქსელში უკვე კარგად იცნობენ. ისინი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქტიურობენ და სახალისო ვიდეოებსა და პირად თუ ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებენ.

სალი და გიორგი ხშირად მოგზაურობენ ეგზოტიკურ ქვეყნებში და ულამაზეს კადრებსა და ვიდეოებსაც აქვეყნებენ. ამჯერად წყვილმა დიდი ხნის სურვილის ახდენა და სეიშელის კუნძულებზე გამგზავრება შეძლო, საიდანაც მათ უკვე არაერთი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნეს.

სწორედ სეიშელის კუნძულებზე ყოფნისას გამოთქვა სალი წვერავამ ინიციატივა დახმარებოდა მარტოხელა დედებს არამხოლოდ მატერიალურად, არამედ მიეცა 

მათთვის განვითარებისა და რეალიზების შესაძლებლობა: „ეს მე ვარ 19 წლის ასაკში. აქ ჩემი შვილის დაბადების დღე იყო, 1 წლის ხდებოდა. ჩემს ჯიბეში ზუსტად 8 ლარი იყო, ვიყიდეთ ერთი ცალი დონატი, ჩავარჭეთ სანთელი და ასე აღვნიშნეთ მისი 1 წლის იუბილე. ჩემი ემოციებისა და შიშის მიუხედავად, ეს დღე ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან სწორედ ამ დღეს დავპირდი მას, რომ 2 წლის იუბილეზე გრანდიოზულ წვეულებას გავუკეთებდი დიდი ტორტით და ასეც მოხდა. ამ ერთ წელიწადში ყველაფერი გავიარე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს პირობა ამესრულებინა. ამ ერთ წელში ბევრი ადამიანი დამეხმარა ჩემი ფარული ძალების აღმოჩენაში, ამ ერთ წელში გამოვიყენე ყველა შესაძლებლობა, რაც მომეცა სამყაროსა და ღმერთისგან. მინდა, რომ ეს გამოცდილება გამოვიყენო, მინდა, რომ მივცე შესაძლებლობები მარტოხელა დედებს, იმიტომ, რომ ყველაზე ძლიერები არიან და ამ ყველაფერს ჩვენ ერთად გავაკეთებთ. დახმარებაში არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალურ მხარეს. ეს იქნება გზა მათი განვითარებისთვის. დავემხარებით შეშინებულ და მარტო დარჩენილ დედებს, რომ აღმოაჩინონ ის ფარული ძალები, რაც აქვთ, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ იციან“ - წერს სალი წვერავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე