სტილი
(10.07.2021)

ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. საკუთარ ურთიერთობაზე მან საჯაროდ 2019 წელს ისაუბრა, როც „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ნიშნობის ფოტოები გამოაქყვენა. როგორც აღმოჩნდა, დიდ ტრაგედიასთან ერთად, რომელიც მამის, გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებით იყო გამოწვეული, მოდელს დიდი სიხარულიც ეწვია და მას რჩეულმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ ხელი მოულოდნელად სთხოვა.

ნანუკა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამზე“ აქტიურად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს. როგორც ჩანს, წყვილს კულინარია იტაცებს და სხვადასხვა ეგზოტიკურ კერძსაც ხშირად ამზადებს.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნანუკა და ნიკოლოზი პირველ შვილს ელოდებიან. „მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - წერდა ნანუკა. მოდელის ფოტო ჟურნალ „ბომონდის“ ყდაზეც მოხვდა და სწორედ აქედან გაიგო საზოგადოებამ სასიამოვნო სიახლის შესახებ. წყვილი ამჟამად ამერიკაშია და დროს სასიამოვნოდ ატარებს. მოდელი „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებსაც უზიარებს. ამჯერად მან ფოტოები და ვიდეოები ცვილის მუზეუმიდან გამოაქვეყნა, სადაც მუსიკის ფონზე ცეკვავს. გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ორსული ნანუკა გოგიჩაიშვილი შესანიშნავ ფორმაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე