სტილი
(12.07.2021)

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. ეპატაჟური პირადი ცხოვრებისა და კარიერის გამო თამო ვაშალომიძის ცხოვრება არერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.

თამო პარტნიორთან, აკა სამხარაძესთან ერთად ცხოვრობს და წყვილს საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს. მოდელს წინა ურთიერთობიდან, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობს, ერთი გოგონა, სოფია ჰყავს.

დღეს თამო ვაშალომიძე იუბილარია. მან მეგობრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო, ხოლო რჩეულისგან - წითელი ვარდების თაიგული. „ბავშვობაში 30 წელი მეგონა ძალიან დიდი და გოგოდ 

ვერავის აღვიქვამდი. აკა კი მეხუმრება, დღეის მერე გოგო აღარ ხარ, ქალობაში გადახვედიო. მე კიდევ პირიქით ვთვლი, ახლა ვარ 17 წლის“ - წერს თამო „ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე