სტილი
(12.07.2021)

ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იმსახურებდა მისი ურთიერთობა ფეხბურთელ ბესო ქარდავასთან, თუმცა ეს კავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა და ისინი მალევე დაშორდნენ. ირინა ონაშვილი არაერთ ცნობილ მამაკაცთან დააწყვილეს, თუმცა მოდელმა პოლიტიკოს ლადო ვარძელაშვილზე იქორწინა და მათ 2012 წელს პირველი საერთო შვილიც შეეძინათ, რომელსაც საბა დაარქვეს.

2017 წელს ირინა და ლადო მეორე შვილის მშობლები გახდნენ: „საბას 

სურვილი იყო, ძმა ჰყოლოდა და ძალიან გახარებულია. ეჭვიანობის შეგრძნება არასდროს ჰქონია. დათუნას ცოტა ქოთქოთით რომ ვეტყვი ხოლმე, ახლა დაიძინე-მეთქი, საბა იცავს, როგორ ეუბნები დათუნასო. ორი შვილის ყოლა ძალიან რთულია. ბავშვები რაც იზრდებიან, უფრო მეტი რამ სჭირდებათ. მათ გამო ხშირად ბევრ რამეზე ვამბობ ხოლმე უარს – წასვლაზე, მოსვლაზე” - აღნიშნავდა ირინა ერთ-ერთ ინტერვიუში. "ჩემი ორმაგი ბედნიერება" - ამ წარწერით აქვეყნებს მოდელი შვილების ფოტოებს საკუთარ "ინსტარგამზე". 

ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ურთიერთობაზე არაერთხელ გავრცელდა ჭორი, რომ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია მოდელმა არცერთხელ დაადასტურა. ისინი დღემდე ერთად ცხოვრობენ და თავს ბედნიერად გრძნობენ: „ურთიერთობის დასაწყისში რასაც აქცევ ყურადღებას, ამახვილებ, მერე ასე აღარ არის. ყოფით ცხოვრებაში ურთიერთობა სულ სხვანაირია. ამ ურთიერთობას მუდმივად სჭირდება გაფრთხილება, სული უნდა უბერო, რადგან მარადიული არ არის. ორივე მხარე უნდა ეცადოს, რომ არ მოაბეზრონ ერთმანეთს თავი და თუნდაც ყოფითი რაღაცებისგან პრობლემა არ უნდა შექმნა” - ამბობს ირინა.

ოჯახის პარალელურად, მოდელი კარიერაზეც ზრუნავს, ტელესახეც გახდა და სოციალურ ქსელში აქტიურობასაც ახერხებს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერებს სილამაზისა და თავის მოვლის შესახებ რჩევებსაც აძლევს. ის ყურადღებას არა მხოლოდ განსაკუთრებული ვიზუალით, არამედ საკუთარი სტილითაც იქცევს. როგორც ჩანს, მოდელი უპირატესობას კლასიკურ და ყოველდღიურ სტილს ანიჭებს, სპორტულ სამოსში კი იშვიათად ჩნდება. როგორც თავად აღნიშნავს, მოსწონს ვინტაჟური სტილი და დედის ძველ კაბებსაც ხშირად ირგებს. მისი ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს: „უნაკლო ხარ“, „მასწავლე, წლები როგორ არ გემატება“, „სილამაზის დედოფალი ხარ“ - წერენ კომენტარებში.

ირინა ონაშვილი დღემდე აქტიურად აგრძელებს საკუთარ საქმიანობას სხვადასხვა სფეროში, ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე და არაერთი ცნობილი ჟურნალის გარეკანზე. გარდა ამისა, მან ძალები მსახიობის ამპლუაშიც მოსინჯა და პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ეპიზოდური როლი შეასრულა, რასაც მაყურებლების მხრიდან უამრავი კომპლიმენტი მოჰყვა: „ძალიან ბუნებრივად შეასრულე“, „ირინა, ძალიან ლამაზი რომ ხარ, ეგ ცხადია, ასევე, ძალიან კარგი მსახიობური ნიჭი გქონია, წარმატებები” - სწერენ გულშემატკივრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე