სტილი
(14.07.2021)

ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს. წყვილი „ინსტაგრამზე" აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს.

სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლე ამცნო - ისინი პირველი შვილის, ალექსანდრეს მშობლები გახდნენ. პატარა სანის ნათლობის ფოტოებმა კი გამომწერების მხრიდან უამრავი კომენტარი დაიმსახურა: „პატარა სასწაული ხარ შენ", „რა საყვარელია", „ულამაზესი ბიჭია" - წერენ „ინსტაგრამზე".

ამჯერად მაიკო ვაწაძემ მეუღლისა და შვილის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ უმღერის და აძინებს ანდრია გველესიანი ალექსანდრეს. როგორც ჩანს, ანდრია ბავშვის აღზრდაში აქტიურადაა ჩართული და მამის როლს შესანიშნავად ასრულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე