სტილი
(14.07.2021)

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.

ქეთი „ინსტაგრამზე" განსაკუთრებით აქტიურია და ხშირად აქვეყნებს ფოტოებს არაერთ საინტერესო ინფრომაციასთან ერთად. ამჯერად ის გამომწერებს წყლის ბალანსის შესახებ საუბრობს და წერს, რომ ცხელ დღეენში სითხის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: „ჩემო ძვირფასო გამომწერებო, გიზიარებთ ძალიან საჭირო ინფორმაციას. სითხეში იგულისხმება წყალი!! და არა კომპოტი, სპრაიტი და ასე შემდეგ. დილა დაიწყეთ 1 ჭიქა წყლით. თუ ვარჯიშობთ, დღის ნორმას დაამატეთ 1 ლიტრი წყალი ან მეტი. საკვების მიღებამდე და ჭამის დროს ბევრ სითხეს ვერიდები და თქვენც იგივეს გირჩევთ. ძილის წინ ნუ დალევთ ბევრ წყალს, რომ არ შეშუპდეთ" - წერ ქეთი.

როგორც ჩანს, ქეთი დიდ დროს ატარებს აუზზე და სხვადასხვა საცურაო კოსტუმში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს. გამომწერები აღნიშნავენ, რომ მას „ლუქი" ყოველთვის გემოვნებით აქვს შერჩეული. მისი პირადი გვერდიდან კი ჩანს, რომ ის უპირატესობას მთლიან, უფრო მეტად კლასიკური სტილის, განსაკუთრებით კი ე.წ. ვეფხვისპრინტიან საცურაო კოსტიუმებს ანიჭებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე