სტილი
(14.07.2021)

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს კი მათი ქალიშვილი ანნა იმსახურებს.

ცნობილი მშობლების გამო ანნა სულაბერიძე დაბადებიდან ყურადღების ცენტრშია. გოგონას ხშირად ამსგავსებენ დედას და ხაზს უსვამენ მის განსაკუთრებულ გარეგნობას.

გამონაკლისი არც ჯანეტის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ფოტოებია, სადაც პატარა ანნა კამერის წინ მხიარულად პოზირებს. ფოტოებს გამომწერების მხრიდან უამრავი თბილი კომენტარი მოჰყვა: „სასწაული ბავშვია", „მომავალი მოდელი", „თოჯინაა ეს ბავშვი" - წერენ „ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე