სტილი
(16.07.2021)

ცნობილი ტელეწამყვანის, ეკა მიშველაძის შვილი მაკო კვიტაიშვილი თავადაც ტელესახეა. მაკო საზოგადოებამ წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა. ახლა კი დილის გადაცემის წამყვანია და ეკრანზეც ხშირად ჩანს. მაკო სოციალურ ქსელშიც განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკო კვიტაიშვილი და მისი მეუღლე, თორნიკე გაგუა, პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც კიტა დაარქვეს. თორნიკემ და მაკომ მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღეს.

ამჯერად მაკო კვიტაიშვილი შვილის პირველ ფოტოებს აქვეყნებს. „კიტა 2 კვირის" - ამ წარწერით უზიარებს ის პატარას ფოტოებს გამომწერებს. როგორც მაკოს „ინსტაგრამსთორიდან" ჩანს, კიტა წყნარი ბავშვია. უფრო მეტი სიმშვიდისა და კომფორტისთვის კი მშობლებმა მისი კუთხე ულამაზესი დეკორაციებითა და სხვადასხვა აქსესუარით გააფორმეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე