სტილი
(17.07.2021)

მსახიობი რუკსა მაყაშვილი ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ენერგიული და ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. რუსკა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

რუსკა მორაგბე სანდრო ნიჟარაძეზეა დაქორწინებული. ურთიერთობა წყვილმა ოფიციალურად 2015 წელს გააფორმა. როგორც ცნობილია, ქორწინებამდე ისინი სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ. კატო სულ რამდენიმე თვისაა, თუმცა, როგორც ჩანს, კამერების წინ პოზირება უკვე ძალიან კარგად გამოსდის.

ამჯერად რუსკა მაყაშვილი ახალ ფოტოებს ზღვის სანაპიროდან აქვეყნებს. როგორც ჩანს, ის ოჯახთან ერთად ბათუმში ისვენებს და დროს მხიარულად ატარებს. რუსკა სახალისო ფოტოებს „ინსტაგრამსთორის" საშუალებით გამომწერებსაც უზიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე