სტილი
(13.03.2024)

გუშინ ინტერნეტსივრცე მოიარა „ქვევრის" მფლობელის, ლაშა ბასლანძის მიერ გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, როგორ სთხოვეს მარიტა როხვაძეს ხელი. ვიდეოში ასახულია, როგორი ბედნიერია მარიტა თავის რჩეულთან ერთად.

როგორც მარიტა ამბობს ეს სიურპრიზი იყო, მაგრამ ჩვენ კარგა ხანია, ერთად ვართ. ძალიან ბედნიერი ვარ...

ჩემი რჩეული არის დავით ტაბიძე. ძალიან მიხარია, რომ, ჩვენი სფეროდან არ არის. თავიდანვე, როცა ერთმანეთი გავიცანით, არ იცოდა, ვინ ვიყავი. 4 წლის წინანდელ ამბავს გიყვები, როცა ერთმანეთი გავიცანით. მერე იყო ბევრი კამათი... დაშორება, შერიგება, დაშორება-შერიგება გამოვიარეთ.

ქორწილის თარიღი ჯერ არ ვიცი. სულ მინდოდა, ისეთი ქორწილი მქონოდა, როგორიც წარმომიდგენია,ასე ვთქვათ, ჩემი საოცნებო ქორწილი აუცილებლად ქვიშაზე უნდა გაიმართოს, უნდა იყოს მზე და ზღვა. არა ტრადიციული ქორწილი იქნება ალბათ, ვნახოთ... ქვიშაზე ვიქნები ფეხშიშველი.

წყარო: „ფორტუნა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე