სტილი
(18.03.2024)

ყველასათვის საყვარელი მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე საოცარ ფორმაშია.

როგორც მომღერალი ამბობს, მას ხშირად ეუბნებიან, რომ ასაკი მოუხდა და კიდევ უფრო დამშვენდა. „ჩემს ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, არ მომწონს. ბევრი მეუბნება, რომ ასაკი მომიხდა...სილამაზე დროებითი და წარმავალია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მომავალი, რადგან ადრე უფრო უშნო ვიყავი...", - აღნიშნა ჩხეიძემ გადაცემა „სხვა რაკურსში".

ნინო ჩხეიძემ ქალაქური სიმღერების ჩაწერა 2005 წელს დაიწყო - განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა „ჩემი გმირი გიწოდე" და „წაღვერი და თბილისი".

ამჯერად ნინო გადაცემიდან „გული მღერის" უახლეს ფოტოებს გვიზიარებს. იგი ამ გადაცემის თანაწამყვანია, სადაც ხშირად ასრულებს სიმღერებს.

„ულამაზესი ნინო";

„დახვეწილი მანერების მქონდე მომღერალი და ელეგანტური";

„უბერებელი, მაგრამ რა დროს შენი სიბერეა ჯერ, ბავშვი ხარ საყვარელო"- წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე