სტილი
(25.03.2024)

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ყოველდღიურ სიახლეებს თუ უბრალოდ საკუთარ მოსაზრებებს გარკვეულ საკითხებზე.

ამჯერად ნუკი გამომწერებს ნეაპოლში მოგზაურობისას მიღებულ ემოციებს უზიარებს და ქართველი ფეხბურთელის, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ასევე „ნაპოლის" წევრის, ხვიჩა კვარაცხელიას მაისურში გადაღებულ ფოტოებს, მოკლე ისტორიასთან ერთად აქვეყნებს. „საიდან ხარ? მეკითხებოდნენ ... -კვარას სამშობლოდან ... „გაგიმარჯოს საქართველო" ასე მპასუხობდა ნეაპოლის თითოეული მცხოვრები... ვახ, რა მაგარია ასე რომ ასახელებ სამშობლოს! ძალიან საამაყო იყო ეს ამბავი და ეს ბიჭი. უამრავი ულამაზესი და უტკბილესი ემიგრანტი შემხვდა, სიცოცხლით სავსე ქალაქი და ძალიან ბევრი პიცა. მადლობა ნაპოლი, კიდევ შევხვდებით!",- წერს ნუკი კოშკელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე