სტილი
(25.03.2024)

მომღერალი თიკა ჯამბურია „ინსტაგრამზე" აქტიურად გვიზიარებს სიახლეებს.

თიკა პროფესიის გარდა, კულინარიით არის გატაცებული, იგი მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთ კულინარიულ შოუში, გაიარა საკონდიტრო კურსები და როგორც პოსტში წერს, ამჯერად საკუთარ კულინარიულ შოუს წაიყვანს.

„ყოველთვის გჯეროდეთ თქვენი მიზნების და იმის რასაც გულით აკეთებთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი თავი, ნებისმიერ პროფესიაში, რაც უფრო ბევრი ინტერესი და გატაცება გექნებათ, მით უფრო საინტერესო იქნება თქვენი ცხოვრება",- წერს თიკა ჯამბურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე