სტილი
(25.03.2024)

ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე ნოე სულაბერიძის გადაცემის ,,ნოესთან" სტუმარია, რომლის ეთერშიც პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს.

ნინო იხსენებს, როგორ აირჩია მან ექიმის პროფესია და გვიზიარებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მეუღლესთან.

,,ქერა, ექიმი და ცისფერთვალება ქმარი არ მინდოდა. კარიერისტი არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ რაც არ მინდოდა, ყველაფერი ერთად მივიღე, ცისფერთვალება, ექიმი მეუღლე და ეს კლინიკის დირექტორობაც. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მამამ უარი მითხრა, შიმშილით სული ამოგხდებაო. სამედიცინოზე ჩაბარება მირჩია.

მესაკუთრე ადამიანი ვარ. სიყვარული ყოველთვის კარგი და სასიამოვნო შეგრძნებაა, გარკვეული ტალღის მაგვარი. გუგამ ათასი პროცენტით გაამართლა ჩემი იმედები. მას ძალიან ვუყვარვარ, შეიძლება ითქვას, მას უფრო მეტად ვუყვარვარ ვიდრე მე", - ამბობს ნინო ნადირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე