სტილი
(28.03.2024)

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება საბერძნეთთან პირადად მიულოცა. ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს.

"სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება ინსტაგრამის სთორიზე", - წერს დვალიშვილი.

26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე