სტილი
(01.04.2024)

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე 31 მარტს იუბილარი იყო, იგი 44 წლის გახდა. დაბადების დღე ნინომ ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.

კადრები დაბადების დღიდან ნინომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „რაც დრო გადის და რაც უფრო მეტად მემატება ასაკი, მით უფრო მეტად ვაფასებ ცხოვრებას. წარმოიდგინეთ რა ბედნიერებაა, როცა ხედავ, გესმის, გრძნობ, შეგიძლია გიყვარდეს, განვითარების საშუალება გაქვს და გაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც მთელი გულით და ენთუზიაზმით აკეთებ, გყავს გარშემო ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და ზრუნავენ შენზე. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის!",- დაწერა ნინო გაჩეჩილაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე