სტილი
(05.04.2024)

მომღერალი მაკა ზამბახიძე მის განუყრელ მეგობარსა და უნიჭიერეს მომღერალს - რატი დურგლიშვილს დაბადების დღეს ულოცავს:

"მაკა და რატი, რატი და მაკა, აი, სულ ასე მოვდივართ აგერ უკვე 26 წელია, ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია, მე მგონი ყველას ეს შეგრძნებაა აქვს, რატის და მაკას სულ ერთად უნდა ხედავდეს.

ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში დიდი როლი გვაქვს, ერთმანეთი გავზარდეთ, ერთმანეთს ვენდეთ და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა, ჩვენი სახელი მთელმა ქვეყანამ იცის, ვუყვარვართ და გვაფასებენ, "დუეტი ჯორჯია" - რატი ამ სიყვარულით ცოცხლობს და სუნთქავს.

მისი ნიჭი და შესაძლებლობები უსაზღვროა და ის სულ მაოცებს, ყველა ეტაპზე, ასე რომ, ჩემო რაწიკო, აბა, შენ იცი და აბა, ჩვენ ვიცით. პ.ს. გილოცავ მე შენ დაბადებისდღეს", - წერს მაკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე