სტილი
(12.04.2024)

ცნობილი ინფლუენსერი და ტიკტოკერიმარიამ ლამაზმა პირად ცხოვრებაზე - შვილებზე, მეუღლესა და კარიერაზე ისაუბრა:

„ვაბოდებ ჩემს ქმარზე, ის ჰაიტელი ამერიკელია, ლამაზი, სიმპათიური, მაღალი და დაკუნთული. მეხუთე კლასიდან ვაბოდებდი რეპზე და მაშინ ვთქვი სწორედ აშერს უნდა გავყვე ცოლად-თქო"- ამბობს ინფლუენსერი.

მარიამ ლამაზმა გადაცემაში ასევე ისაუბრა, თუ როგორ გაიცნო თავისი მეუღლე სოციალური ქსელის მეშვეობით და როგორ მოხიბლა ის პირველი დანახვისთანავე:

„რომ შევხვდი, ეს იყო სიყვარული პირველივე წამიდან, რომ ჩავეხუტე, მე დავდნი...

ორი წელი ერთად ვიყავით, შემდეგ ოჯახი შევქმენით, მე თავიდანვე ვიგრძენი, რომ ამ ადამიანთან მინდა ყოფნა, ის საუკეთესო მეგობარი და მეუღლეა..." - ამბობს მარიამ ლამაზი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე