სტილი
(03.05.2024)

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემი აზრით არასწორია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგორებული ბულინგი. 23 წლის ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც მრავალჯერ გვასახელა ქართველები და ასეც გააგრძელებს. მან დააფიქსირა თავისი პოზიცია და არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს. ის მეტად ევროპელია, ვიდრე ბევრი "კლავიატურის ლომი" - წერს თათია შარანგია.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეები, რომლებიც „გამჭირვალებოს კანონს აპროტესტებენ და ენჯოები მოუწოდებდნენ დაეფიქსირებინა პოზიცია. მათ შორის ერთ-ერთი ნინო ლომჯარიაა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე