სტილი
(03.05.2024)

ქართული ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი დღეს 83 წლის გახდა. ჭადრაკში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავენ მუსიკოსები - ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძეც და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ფეისბუკში აქვეყნებენ:

„დღეს საქართველოს სიამაყის, ჩვენი საყვარელი ქალბატონი ნონას დაბადების დღეა. ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ. გვიყვარხართ ძალიან", - აღნიშნულია მისალოც ტექსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე