სტილი
(07.06.2021)

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, მიმდინარე კვირა ასტროლოგიურად რთული პერიოდია. განსაკუთრებული სიფრთხილე კი 9-10 და 13 ივნისს უნდა გამოიჩინოთ. რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ცაგარელი თითქმის ყველას მოუწოდებს, რომ 9 ივნისიდან სიფრთხილე გამოიჩინონ.

ვერძი - ახლა ენერგიული და ინიციატივიანია, თუმცა 9 ივნისიდან, მის მიმართ წყალქვეშა დინებები დაიწყებს მოძრაობას. იქნება ბევრი არასასურველი მოულოდნელობა და გახდება სხვისი ტყუილის მსხვერპლი. რამაც შესაძლოა გეგმები შეგაცვლევინოს. მოსალოდნელია პარტნიორების მხრიდან უპასუხისმგებლობა რაც გაგაღიზიანებთ.

კურო - კუროსთვის ეს 2 დღე კარგია, უკვე 9 რიცხვიდან უნდა გადავიდეს მშვიდ ცხოვრებისეულ რიტმზე, არაფერი ახალი აქ არ უნდა დაიწყოთ, განსაკუთრებული ყურადღება კი ფინანსურ მხარეს უნდა დაუთმოთ, არავითარი კაპიტალდაბანდება და ფულის ხარჯი არ ქნათ, რადგან ყველაფერი უკუღმა დატრიალდება.

ტყუპები - ახლა ყველაზე ეფექტური, შარმიანი და მიმზიდველია თუმცა 9 ივნისიდან მასაც პრობლემები შეექმნება. უნდა იყოს ნაკლებად ჯიუტები და უნდა გაითვალისწინეთ სხვისი აზრი.

კირჩხიბი - მათ ახლა წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი აქვთ. ემოციურად ძალიან მგრძნობიარეები არიან. არიან ძალიან სუსტად, უმცირდებათ ენერგია და იმუნიტეტი, მათ ვთხოვ რომ დაისვენონ არ გადაიღალოთ და არ დაიწყონ ახალი საქმეები.

ლომი - ლომია აქტიური, ინიციატივიანი და ქარიზმატულია, თუმცა ზედმეტმა სიამაყემ შესაძლოა პარტნიორებთან კონფლიქტები გამოიწვიოს. ზედმეტი პრეტენზიულობის გამო შესაძლოა კონფლიქტები ჰქონდეს, როგორც სამსახურში ისე პირად ურთიერთობებშიც.

ქალწული - მათ მეტი დასვენება და გამოძინება სჭირდებათ რადგან ენერგეტიკულად ეს ნიშანი თავს კარგად არ გრძნობს. აუცილებელი მათ სიფრთხილე გამოიჩინონ, როგორც პირად ისე საქმიან ურთიერთობებში. შესაძლოა მათ სამსახურებრივ სფეროში მოულოდნელობებიც დაატყდეთ თავს და ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

სასწორი - გადამეტებული ლტოლვა აქვთ ძალაუფლებისადმი. ახლა მათ უნდათ ყველაფერი თან უცებ რაც კარგს არაფერს მოუტანს. ამიტომ მათ ჩვეული დიპლომატიის გამოჩენას ვთხოვ.

მორიელი - მორიელის ენერგოტონუსი ძალიან დაბალია. არ უნდა გადაიღალოს, არ უნდა გაღიზიანდეს. მოსალოდნელია სარკაზმის გამოვლენა და ეჭვიანობა, რაც ახლობლებთან და სამსახურში სიტუაციას დაძაბავს.

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი მაღალია, ძალიან კარგია პერიოდია, როგორც სამსახურეობრივად ისე პირად ცხოვრებაში თუმცა, 9- ივნისიდან მოსალოდნელია ფულის უყაირათო ხარჯვის ტენდენცია.

თხის რქა - მას მოუწევს ყოველდღიური საქმეებით შემოფარგვლა და ვალების გადახდა. რაც უფრო ნებისყოფიანი იქნება მით უკეთ წარმართავს საქმეს. ჯანმრთელობას უნდა მიაქციოს ყურადღება განსაკუთრებით 9-10-11 ივნისს.

მერწყული - აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია, თუმცა ადამიანების მიმართ იმედგაცრუებაა მოსალოდნელი რადგან საჭირო მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

თევზები - მათ კარგი პერიოდი აქვთ თუმცა ახლობლების პრობლემებისა და საოჯახო პრობლემების მოგვარება მოუწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე