სტილი
(08.06.2021)

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე "ინსტაგრამზე" გამომწერებს სხვადსხვა საინტერესო საკითხზე ხშირად ესაუბრება, მოდელი აუდიტორიას ქალურობაზე, ვარჯშზე, სწორ კვებასა და სხვა მრავალფეროვან თემებზე თავის მოსაზრებებს უზიარებს და მათგანაც იღებს რჩევებს.

ეს ბოლო პერიოდია, ალექსანდრამ პატარა "გათამაშება" წამოიწყო, მოდელმა თავისი გარდერობიდან რამდენიმე კაბა გააჩუქა და ქალბატონებს სტიმული მისცა. ალექსანდრა გათამაშებებს კვლავ აგრძელებს და საკუთარი გარდერობიდან ფერად სამოსს იმ გოგოებს ურიგებს, რომელებიც წრფელი გულით ნატრულობენ მოდელის სამოსს.

რამდენიმე დღის წინ მოდელმა მორიგი პოსტი ფეხსაცმელსა და სიმსუბუქეს მიუძღვნდა, სადაც კვლავ ქალურობასა, ფორმებსა და სიფარფატეზე გააკეთა აქცენტი...

"სიყვარულით ნელ-ნელა მიხვდებით რამხელა პლუსები აქვს სიმსუბუქეს, სისიფრიფანეს და გამჭირვალეობას. ქალი, წონის და ზომის მიუხედავად, შინაგანად სადა, ლაითი და ხალასი თუ არის, ის, მაგნიტივით იზიდავს, მისსავე გონებაში არსებულ სურვილებს, მის ამსრულებელ სიტუაციებს და ადამიანებს..... მთელი საიდუმლო სიმსუბუქეში, გამტარობაში, მიმღებლობაში, დედობრივ ინსტიქტებში, ქალური ენერგიის ბზრიალში, სიამოვნების მიღებასა და თვითსიყვარულშია. ტვინიდან სიმძიმის მოშორებით, წონაშიც დაიკლებთ, ახალ მოვლენებსაც მოიზიდავთ, ბარაქასაც, კაცსაც და რაზეც გიოცნებიათ მოკლედ.... ხშირად გამიგია, რომ ეზარებათ ასეთი ტრანსფორმაცია, ეგეც ინდივიდუალურად გადასაწყვეტია, პატივსაცემია ყველას აზრი... თუმცა დამიჯერეთ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი აუცილებლად ამოტივტივდება ცნობიერში და ილოცეთ ეს ადრე მოხდეს და არა 60+..... ეს ცხოვრება უნდა იფრიალო და არა ილასლასო. გისურვებთ უწონადობას ამ ფეხსაცმელმა ამხელა რამ გამახსენა და ჩემთვის, ყველაზე ლამაზია, სწორედ ასეთი ასოციაციების გამო!!!! მომწერეთ თუ დაადექით შინაგანი ტრანსფორმაციის გზას..." - წელს ალექსანდრა "ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე