სტილი
(24.05.2021)

უკვე წელიწადზე მეტია მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ვირუსისგან თავის დასაცავი ვაქცინა კი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და ჯერ განსაკუთრებული სანდოობა მოსახლეობაში არ შეუძენია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაქცინაციას თავი უნდა აარიდონ ფილერის და ბუნებრივი შემავსებლების მომხმარებელმა ადამიანებმა.

არჩილ შათირიშვილის თქმით, ბოტოქსი ვაქცინაციის დროს არანაირი გვერდით მოვლენებს არ იწვევს.

"ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, როცა ვაქცინაციამ რეაქცია გამოავლინა ფილერზე, თუმცა ჰოსპიტალიზაციამდე საქმე არცერთხელ არ მისულა.

მოგეხსენებათ ფილერი უცხო სხეულია, მეორეს მხრივ ვაქცინა არის აგრესორი თავისი შიგთავსით, რომელიც რაღაც დონეზე გავლენას ახდენს ორგანიზმზზე და ამ ორი ნივთიერების ერთმანეთზე ზემოქმედების შედეგად, ადგილი ჰქონდა ადგილობრივ ალერგიულ რეაქციას.

კერძოდ, იმ ადგილზე სადაც ფილერია განთავსებული, მოხდა ქსოვილის ანთებითი შეშუპება და ოდნავ ტემპერატურის მატება. ამბობენ, რომ ეს რეაქცია მაქსიმუმ სამი დღის მანძილზე გაგრძელდა და ადეკვატური მედიკამენტოზური თერაპიის ფონზე პრობლემა ყველა შემთხვევის დროს ალაგდა.

ფილერის გაკეთებიდან მინიმუმ 2 კვირა, მაქსიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული ვაქცინაციამდე.

ინდივიდუალურია ეს საკითხი, იმიტომ რომ არავინ იცის კონკრეტულ შემთხვევაში რა რეაქცია ექნება ვაქცინაციას.

ჩემს პაციენტებსაც ჰქონდა თანარეაქცია ვაქცინაციის შემდეგ, ეს იყო ფილერის ოდნავ შეშუპება, რომელიც მალე ალაგდა.

რაც შეეხება ბოტოქსს, არანაირი თანარექაცია ბოტოქსზე არ დაფიქსირებულა. ბოტოქსი ბუნებრივი შემავსებელი არ არის და ქსოვილში არ ჩერდება.

თანამედროვე ფილერების უმეტესობა, ერთიდაიგივე – ჰიალურონის ბაზაზე არის დამზადებული, შესაბამისად მწარმოებელს მნიშვნელობა არ აქვს. საფუძვლიანი კვლევა ჯერჯერობით არ გაკეთებულა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ უფრო ფილერის დოზას გააჩნია, რა თანარეაქცია ექნება პაციენტს ვაქცინაციის შემდეგ.

მე პაციენტებს ვურჩევ, ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ, გარკვეული პერიოდი თავი შეიკავონ ბუნებრივი შემავსებლებისგან." -  ამის შესახებ „პრაიმამბებს“ კლინიკა „ჰეალაინის“ პლასტიკური ქირურგი არჩილ შათირიშვილი ესაუბრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე