სტილი
(27.08.2022)

ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ავრცელებს.

„ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.

დაცემისა და კატასტროფების დღეა.

გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.

არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.

იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დაბადებულები მთელი ზოდიაქოს "განტევების ვაცები" არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხლე ელით.

ამ დღეს ჩასახული პირისპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის", - წერს ბესო ბუციაშვილი.

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე