სტილი
(29.08.2022)

ვერძი

პასუხისმგებლობა მოგემატებათ სახლშიც და სამსახურშიც. შეიძლება ახალი საქმეები დაგემატოთ. იზრუნეთ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან, ნუ იკამათებთ წვრილმანების გამო. უქმეები ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.

კურო

აქტიურად ჩაერთეთ ახალ პროექტებში; მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. უქმეები სასიამოვნო გარემოში, საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ.

ტყუპი

დაკვირვება გმართებთ ახალგაცნობილებისადმი. ნუ ენდობით მათ, ვინც ბევრს გპირდებათ, შეიძლება საერთოდ არაფერი შეგისრულოთ. ყურადღებით შეავსეთ საბუთები, გააფორმეთ ხელშეკრულებები. დაკვირვებული 

იყავით მგზავრობისას. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. უქმეები ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. იყავით მომართული საქმეების გაუმჯობესებაზე, ახალი პროექტების დაწყებაზე. დაკვირვება გმართებთ დეტალებზე. ნუ შეიძენთ ნივთებს, რასაც მომავალში ვერ გამოიყენებთ. კვირის ბოლოს განწყობა გაგიუმჯობესდებათ. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, მაგრამ ძველებსაც ნუ დაივიწყებთ.

ლომი

მეტად დაინტერესდით ფინანსური საკითხების მოგვარებით. მოგინდებათ ფულის დაბანდება ახალ ბიზნესში, ლამაზ ნივთებში. იყავით მომართული საოჯახო საქმეების შესრულებაზე. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან, გამოგიჩნდებიან ახალი კლიენტები. საიდუმლო შეხვედრებისა და საქმეებისთვის უქმეები გამოითავისუფლეთ.

ქალწული

მოერიდეთ საეჭვო საქმეებში ჩართვას. ახლა მთელი ყურადღება თქვენკენაა მომართული და პატარა შეცდომასაც არავინ გაპატიებთ. იყავით მომართული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესებაზე. ახალი საქმეების დაწყებაზე. გაგიუმჯობესდებათ განწყობა და უფრო მშვიდად შეძლებთ ვალდებულებებთან გამკლავებას.

სასწორი

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შეზღუდული ხართ ქცევაში. ნუ აღელდებით. უმჯობესია, ეს დრო, სანამ მზე თქვენს ნიშანში გადმოვა, დაუთმოთ შინაგანი, ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებას. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. დააკვირდით სიზმრებს, ენდეთ ინტუიციას. უქმეებზე დაათბეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მორიელი

ცოტა ხნით პირადი ინტერესები უნდა დაივიწყოთ და მეგობრების, თანამოაზრეების საქმეებით, სოციალური პროექტებით უნდა დაკავდეთ. იმოქმედეთ უსასყიდლოდ, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი

ამ კვირაში საუკეთესო შანსები გეძლევათ მიზნების განსახორციელებლად, მწვერვალების დასაპყრობად, გააქტიურდით. ახალგაცნობილი საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. გაფრთხილდით, რომ საყვარელი ადამიანის გამო მეგობრებთან არ მოგივიდეთ კონფლიქტი და პირიქით.

თხის რქა

ამ კვირაში განსაკუთრებით დაგაფასებენ. იყავით კარგი მსმენელი და შემსრულებელი. მეტად გამოავლინეთ ერუდიცია. კარგი კვირა გელოდებათ მწერალ ნიშნებს, მოემზადეთ წიგნის ან პუბლიკაციის დაბეჭდვისთვის. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებთან.

მერწყული

მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საქმიან პარტნიორებთან. იყავით მომართული მშვიდობიან თანამშრომლობაზე. არ გირჩევთ დაუფიქრებელი დასკვნების, შეუმოწმებელი ინფორმაციის გაჟღერებას. დაიწყეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე ზრუნვა. ჩაიტარეთ მასაჟის კურსი. დაიცავით ძილისა და კვების რეჟიმი.

თევზები

იყავით მომართულ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე გარშემო მყოფებთან, მათთან, ვისთანაც თანამშრომლობას აპირებთ. ყურადღებით გააფორმეთ ახალი ხელშეკრულებები, ჩაერთეთ ახალ პროექტებში. მოერიდეთ მავნე საკვების მიღებას. მეტი დრო გაატარეთ შვილების გვერდით. საყვარელი ადამიანი რომანტიკული უქმეებით გაანებივრეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე