სტილი
(22.09.2022)

მიშა ცაგარელი „პოსტივის“ ეთერში 23 სექტემბრის, შემოდგომის ბუნიობის შესახებ და ამ დღეს შესასრულებელი რიტუალების შესახებ გვესაუბრება. ცნობილი ასტროლოგი აქცენტს აკეთებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს თარიღი სურვილების ჩასათქმელად:

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხვალინდელი დღისთვის, ეს არის დღე, როდესაც უნდა ვილოცოთ, უნდა ჩავუთქვათ რაიმე განსაკუთრებული სურვილი. დღეღამტოლობა განსაკუთრებული ენერგიის დღეა, ამიტომ ჩართეთ ფანტაზიები, ვიზუალიზაცია, ჯანმრთელობისთვის გინდა რიტუალის ჩატარება, განბანვა-განწმენდვა, პატიება, სიყვარული, ლატარიებში მოგება, ყველაფერი შეგიძლიათ, სასწაული დღეა, გაუშვით პოზიტივი სამყაროში.  მაგალითად, ხვალ შერიგება გინდათ მეგობართან თუ სასიყვარულო პარტნიორთან, გადასარევი დღეა ამისთვის. პლუს იდეების რეალიზება – თუ რაიმე საქმიანი წინადადება გაქვთ, შეგიძლიათ გააჟღეროთ. გაწმენდისთვის, მკურნალობისთვის საუკეთესო დღეა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე