სტილი
(03.10.2022)

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს. მისი თქმით, ოქტომბრის პირველი დეკადა ყველასთვის საკმაოდ დაძაბული იქნება, 10 -იდან კი ვითარება გაუმჯობესდება.

ამასთან ასტროლოგი ამბობს, რომ 23 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით დაბნელებების დერეფნის გავლა გვიწევს და საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვანის საქმის 23 ოქტომბრამდე მოგვარებას ურჩევს.

„დღეიდან 10 ოქტომბრამდე დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც თავისებურად დაძაბულობას იწვევს, შემდეგ, 10 -იდან 23-მდე ოქტომბერში საუკეთესო პერიოდი იქნება, ამიტომ ამ ხნის განმავლობაში გირჩევთ ყველა მნიშვნელოვანი საქმის მოგვარებას, რადგან პოზიტიური ველი დიდხანს არ გასტანს, ვინაიდან 23 -იდან იწყება თავდავიწყება - გასავლელი გვაქვს მზისა და მთვარის დაბნელებები მორიელში, რაც დამანგრეველ ენერგიებს მოიტანს, გაფრთხილებთ, იმიტომ რომ მოემზადოთ“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე