სტილი
(06.10.2022)

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

ოქტომბერი შეგვიძლია დავყოთ სამ ნაწილად, 10-მდე ცოტა დაძაბული, შემდგომ ყველაზე კარგი პერიდოდია 22-23 რიცხვამდე და 23 რიცხვიდან ისევ რთული პერიოდია" - მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში - 02:45 -იდან 16:50 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რათა თავი დაიცვათ გარშემომყოფებთან კონფლიქტისგან. მოერიდეთ საიდუმლო ინფორმაციის თუნდაც მეგობრებისთვის გაზიარებას, რადგან ნებისმიერი დაფარული გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს. არა აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ასაკოვანი ნათესავების, განსაკუთრებით დედის რჩევები. პოზიტიური და ნეგატიური დღე - სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამგზავრო და ლატარიის ბილეთების, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შეცვლისა და სესხის ასაღებად. ჯანმრთელობა - გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დაძლევისა და დიეტის დასაწყებად. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს. დღის ფერები და მინერალები - წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ლაბრადორი, ძოწი, ამაზონიტი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. სიზმრები დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება. ზოდიაქოს ნიშნები იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე