სტილი
(08.10.2022)

10 ოქტომბერს სავსემთვარეობაა. ამ დღესთან დაკავშირებით ასტროლოგი რამაზ გიგაური ადამიანებს კონკრეტულ რჩევებს აძლევს. მისივე თქმით, ეს სავსემთვარეობა განსაკუთრებით ვერძისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებზე იმოქმედებს.

„10 ოქტომბერს (თბილისის დროით 0:55 საათზე) - სავსემთვარეობა იქნება. მისი გავლენა საგრძნობი იქნება 9-შიც და 11-შიც (მით უმეტეს, რომ ამ დღეებში მთვარე ვერძის ნიშანში იმოძრავებს).

არ იჩქაროთ;

მოერიდეთ ექსტრემალურ, აგრესიულ და სახიფათო სიტუაციებს (იმატებს კონფლიქტებისა და ტექნიკური ავარიების ალბათობა);

ყურადღება ცეცხლსასროლ იარაღთან და ბასრ საგნებთან ურთიერთობისას;

ყურადღება მომწამვლელ ნივთიერებებთან დაკავშირებით (ალკოჰოლი, ნარკოტიკი). იმატებს ლეტალურობის ალბათობა;

ასევე მატულობს მოტყუების და ჭორების ალბათობა, აქედან გამომდინარე, ინფორმაცია გადაამოწმეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

იყავით მომთმენი, წინდახედული და საჭირო დროს წადით კომპრომისზე;

კარგი დღეა რეკლამის გაშვებისთვის ან განცხადებების გამოქვეყნებისთვის (მათ შორის აგრესიული რეკლამისთვის).

ეს სავსემთვარეობა განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ვერძისა და სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის;

ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძში ან სასწორში ასცენდენტი, მთვარე ან სტელიუმი აქვთ განთავსებული.

ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და სიხარულს გისურვებთ!", - წერს რამაზ გიგაური.

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე