სტილი
(10.10.2022)

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე თვის მნიშვნელოვან დღეებზე „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, 22 ოქტომბრიდან იმატებს დაძაბულობა და 15 ნოემბრამდე რთული პერიოდი იქნება.

გარდა ამისა, ასტროლოგი ყველა ნიშანს სთხოვს, ამ კვირაში მოთმინებისა და სიმშვიდის გამოჩენას, ასევე აცნობს იმ პერსპექტივებს, რომლებსაც მათ კოსმოსი სთავაზობს.

მაშ ასე, ნახეთ, რა გელოდებათ მიმდინარე კვირაში

ვერძი - აქტიური, ენერგიული, შარმიანი, ინიციატივიანი, მიმზიდველი, ყველაფერი აქვს ახლა ამ ნიშანს. დღეს ცოტა ფრთხილად, ყურადღება მიაქციეთ ემოციებს და აგრესიას. სულსწრაფობა, ემოციურობა და აგრესია ხელს გიშლით ამ კვირაში, სხვა მხრივ ყველაფერი კარგადაა.

კურო - ენერგოტონუსი დაბალია, თუმცა ამ კვირაში უფრო კარგად იგრძნობთ თავს. სირთულეები გქონდათ, რასაც ახლა გადალახავთ. დაალაგებთ ურთიერთობებს და საქმეებს, რომელსაც ვერ ალაგებდით. 

ტყუპები - ენერგიული, აქტიური და ბრწყინვალე ლიდერია. მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის ძალიან კარგი პერიოდია. ტყუპები არის ძალიან წარმატებული. მგზავრობა, კონკურსებში მონაწილეობა, მოგზაურობა, ახალი კონტაქტები, ლატარიებში მოგებები და ყველა სახის წარმატება აქვს ტყუპებს. თქვენ გაჩერების უფლება არ გაქვთ.

კირჩხიბი - ენერგოტონუსი დაბალია, თუმცა გამოცოცხლება დაგეტყობათ. გადატვირთვა არ შეიძლება, თუმცა მეტი სურვილი გაგიჩნდებათ ურთიერთობებისა, კონტაქტებისა და პარტნიორული თანამშრომლობისა. საინტერესო ამბები შეიძლება გააკეთოთ, მაგალითად: დიზაინის შეცვლა, კომფორტის მოწყობა, მშენებლობა, გააუმჯობესოთ ახლობლებთან ურთიერთობები. მოკლედ, სასიკეთო ცვლილებების დროა თქვენთვის. 

ლომი - ენერგოტონუსი მაღალია. კარგი ხელმძღვანელი და ლიდერი ხართ. ყველაზე დიდი პრობლემა იქნება, რომ საკუთარი საქმეებისთვის არ გეცლებათ, რადგან პრობლემები ექნებათ  თქვენს ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს, ვისთვისაც ყველაფერს გადადებთ, გადაჰყვებით ყველას. კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთის.

ქალწული -  პარტნიორული და კოლექტიური საქმიანობისთვის კარგი პერიოდია, რაც მოგიტანთ მატერიალურ დივიდენდებს. არ გადაიტვირთოთ და არ დაიღალოთ. ვიმოქმედოთ ეკონომიურ რეჟიმში.

სასწორი -  ყველაზე აქტიური, წარმატებული და იღბლიანი ხართ. ყველაზე დიდი შანსები გაქვთ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ბიზნესს საქმიანობისთვის. სარისკო მოქმედებებიც გექნებათ, რომელიც გაამართლებს. ერთ-ერთი საუკეთესო დრო გაქვთ, არ დაკარგოთ.

მორიელი - ნელ-ნელა გამოიღვიძებთ, თუმცა გახსოვდეთ ფარული ჭორები და ინტრიგები ჯერ კიდევ მოქმედებენ თქვენს საწინააღმდეგოდ. ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით და არაფერი არ გათქვათ. ეს ის ნიშანია, რომელსაც ცოტა მეტი ყურადღება მართებს ჯანმრთელობის მხრივ, თუმცა შეიძლება ძველი საქმეებიდან დივიდენდები მიიღოთ, რაც თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

მშვილდოსანი - ენერგია მაღალია, სავსე ხართ ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით. ყველანაირ დატვირთვას უძლებთ. სიახლეების დროა, ახალი საქმის, ახალი ბიზნესი, კონტაქტებისა და ინტერნეტსფეროსთვის. 

თხის რქა - ძალიან დიდი პერსპექტივა გაქვთ, თუმცა ენერგოტონუსი დაბალია და ეკონომრეჟიმში იმუშავეთ. გექნებათ ვალდებულებები, რომელსაც იმდენად კარგად შეასრულებთ, რომ  მოაწონებთ თავს ხელმძღვანელებს.

მერწყული -  საუკეთესო პერიოდია, ფანტაზიების და იდეების წარმოჩენა შეგიძლიათ. ყველაზე კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, უცხო ენების ასათვისებლად და სტაჟირების საზღვარგარეთ გასავლელად. გაგეზრდებათ ავტორიტეტი.

თევზები - ჯერ არ არის თქვენი აღმავლობის პერიოდი, თუმცა ნელ-ნელა გამოცოცხლდებით. ინტუიცია მოიმატებს. თუ რამე მემკვიდრული საკითხები იყო, ამ კვირაში გადაწყვეტთ. შანსები წარმატებისა და დადებითი ემოციებისა მოიმატებს. რაც დრო გავა, მით უფრო კარგად იგრძნობთ თავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე