სტილი
(13.10.2022)

აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ით 2023 წლის მმარ­თვე­ლი კურ­დღე­ლი იქ­ნე­ბა (აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ის ზო­გი­ერთ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში კურ­დღლის ნაც­ვლად კა­ტის სიმ­ბო­ლოა). ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, წყლის ლურ­ჯი კურ­დღლის წელი 2023 წლის 22 იან­ვარს, 00:45-ზე დად­გე­ბა. ჩი­ნეთ­ში კა­ტას ენერ­გი­ი­სა და ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის, ში­ნა­გა­ნი და სუ­ლი­ე­რი ძა­ლე­ბის მა­კავ­ში­რე­ბელ სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ, კურ­დღე­ლი კი მა­გი­ურ ცხო­ვე­ლად ჰყავთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ის არის ოჯა­ხის, ბავ­შვე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის სიმ­ბო­ლო. კურ­დღლის წელს ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­აქვს ცოლ­ქმრულ ცხოვ­რე­ბა­ში. კა­ტის წელს უფრო ვი­ეტ­ნამ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ და ჩვენ­თვი­საც უფრო ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლად ით­ვლე­ბა. კურ­დღელს უყ­ვარს იმ წე­სე­ბის

დარ­ღვე­ვა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია მი­ღე­ბუ­ლი. სურს, ისე იყოს, რო­გორც მო­ეპ­რი­ა­ნე­ბა. მას თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს. კა­ტაც თა­ვის ჭკუ­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ცხო­ვე­ლია. მას ახა­სი­ა­თებს მა­გი­უ­რო­ბა, არის ფან­ტა­ზი­ე­ბი­სა და ძი­ლის მოყ­ვა­რუ­ლი. მიჩ­ნე­უ­ლია ადა­მი­ა­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის განმკურ­ნებ­ლად. ამას­თან, ცრურ­წმე­ნე­ბის გამო შავი ფე­რის კა­ტას გა­ურ­ბი­ან. 2023 წელს და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ექ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია.

2023 წელი მოგ­ვი­ტანს მშვი­დო­ბას და ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბას. ბო­ბო­ქა­რი და აქ­ტი­უ­რი ვე­ფხვის წლის შემ­დეგ სამ­ყა­რო და­წყნარ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აღ­დგე­ნა, დას­ვე­ნე­ბა რუ­ტი­ნის­გან. გახ­შირ­დე­ბა ოჯა­ხუ­რი და ნა­თე­სა­უ­რი შეკ­რე­ბე­ბი. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ქორ­წი­ნე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

ოჯა­ხი და სიყ­ვა­რუ­ლი

მშვი­დი კურ­დღლის ენერ­გე­ტი­კა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. პარტნი­ო­რებს შო­რის მო­ი­მა­ტებს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, რო­მან­ტი­კა, ჰარ­მო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ქორ­წი­ნე­ბის­თვის. აგ­რეთ­ვე - სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად, არ­სე­ბუ­ლის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ის, რა­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი ჩა­ი­ფიქ­რე­ბენ, აუს­რულ­დე­ბათ. ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით შეძ­ლე­ბენ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვას. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ზე. უმე­ტე­სო­ბას მო­უნ­დე­ბა იდე­ა­ლუ­რი ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მო­ფე­ნა. მთა­ვა­რია, გულ­წრფე­ლი იყოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის და პარტნი­ო­რის მი­მართ, შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად თა­ნა­არ­სე­ბობ­დეთ. გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც კი, სა­დაც გრძნო­ბე­ბი მი­ნავ­ლე­ბუ­ლი იყო. უფრო მე­ტიც, მიხ­ვდე­ბით, რა გჭირ­დე­ბათ ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­არ­სე­ბო­ბის­თვის და სა­სიყ­ვა­რუ­ლი ის­ტო­რი­ის უკე­თე­სად გაგ­რძელე­ბის­თვის.

კა­რი­ე­რა და ბიზ­ნე­სი

კურ­დღლის წელი კო­მერ­სან­ტებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის უამ­რავ შანსს გპირ­დე­ბათ. მთა­ვა­რია, მხარ­თე­ძო­ზე წა­მო­წო­ლმა არ გა­აგ­რძე­ლოთ და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოთ საქ­მე­ებ­ში. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რომ კარ­გი შან­სე­ბი არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან. ნუ გექ­ნე­ბათ იმის იმე­დი, რომ თქვენს საქ­მეს სხვა გა­ა­კე­თებს. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა. საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, თუ პარტნი­ო­რი სა­ი­მე­დო იქ­ნე­ბა. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ სა­რის­კო და მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტებ­თან შე­ჭი­დე­ბის, გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ცოდ­ნა­ზე დაყ­რდნო­ბით იმოქ­მე­დეთ. სა­სურ­ვე­ლია, თი­თო­ე­უ­ლი მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯი გათ­ვლი­ლი, საქ­მე­ე­ბი კი დე­ტა­ლუ­რად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი გქონ­დეთ. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა ისეთ სფე­რო­ებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: მო­დის ინ­დუსტრია, სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბა. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა კო­ლექ­ტივ­ში, ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რის გვერ­დით მუ­შა­ო­ბა, ვიდ­რე და­მო­უ­კი­დებ­ლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე