სტილი
(17.10.2022)

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა აბსოლუტურად ყველა ზოდიაქოსთვის იქნება პოზიტიური. ცაგარელი გირჩევთ, ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ, რადგან წინ დაბნელებების დერეფანია გასავლელი.

რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშანს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება:

♈ვერძი - აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, საუკეთესო პერიოდია მოლაპარაკებისთვის, ახალი იდეა - პროექტების ჩამოყალიბებისა და განხორციელებისთვის, ეს პერიოდი ხელს შეუწყობს ვერძების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

♉კურო - ცოცხლდებით, თქვენი ენერგოტონუსი მოიმატებს, სხვათა შორის, თუ იმუშავებთ და არ იზარმაცებთ, გაქვთ შანსი თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

♊ტყუპები - ამ კვირაში მათ ვერ გააჩერებთ, ძალიან აქტიური, კომუნიკაბელური და კონტაქტურია, ბრწყინვალე ორატორია, იღბლიანია და აქვს წარმატების მიღწევის დიდი შანსი. მისი პოპულარობა იზრდება. ამ კვირაში სიყვარულში წარმატება ელის.

♋კირჩხიბები - გამოცოცხლდებით, თქვენ ინტუიციურად გრძნობთ, რომ მზე თქვენს მონათესავე ნიშანს უახლოვდება, ამიტომ თქვენი ენერგოტონუსიც იმატებს, ბევრად უკეთ იგრძნობთ თავს, ვიდრე აქამდე.

♌ლომი - აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და ქარიზმატულია, მისი იღბლიანობა ერთი ორად იმატებს. საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ყველა მიზანი და გეგმა განახორციელოს, მთავარია, ახლა არ იზარმაცოს და ეს პერიოდი ქარს არ გაატანოს.

♍ქალწული - თანდათან თქვენი ენერგოტონუსიც მოიმატებს, უფრო მშრომელი, მომთმენი და ამტანი ხდებით. თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება და ავტორიტეტიც იმატებს.

♎სასწორი - თქვენ ახალა გაქვთ წლის განმავლობაში საუკეთესო პერიოდი. თქვენი გაჩერება არ შეიძლება, რაც შეიძლება მეტად იაქტიურეთ - პარტნიორული ურთიერთობა გნებავთ, კარიერული თუ სხვა, ყველა სფეროში ხელი გეწყობათ.

♏მორიელი - მზე თქვენს ნიშანს უახლოვდება, ამიტომ ნელ-ნელა გამოცოცხლდებით და თავს უკეთესად იგრძნობთ. ფსიქოემოციურად უფრო მშვიდდებით და ინტუიციით იგრძნობთ, როგორ გამოიყენოთ ეს პერიოდი. მომავალი კვირიდან კი თქვენი აღზევების დრო იწყება.

♐მშვილდოსანი - ამ კვირაში მაქსიმალურად უნდა იაქტიურეთ, რადგან მომავალი კვირიდან დაბადების წინა პერიოდი გეწყებათ, რაც საკმაოდ რთულია. ამიტომ ეს კვირა გამოიყენეთ მაქსიმალურად და იაქტიურეთ.

♑თხის რქა - ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა კარიერული განვითარებისთვის, მოიპოვებთ ხელმძღვანელების მხრიდან მხარდაჭერას, რაც თქვენს პროფესიულ განვითარებას ხელს შეუწყობს. ამიტომ იაქტიურეთ მაქსიმალურად, რადგან ბევრი კარგი შანსი გაქვთ.

♒მერწყული - ამ კვირის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ, საზოგადოებრივ, რეფორმატორულ და საქველმოქმედო საქმეებში წარმატება გელით, იმატებს თქვენი ავტორიტეტი და საზოგადოებაში დიდი წარმატების და პოპულარობის მოპოვების შანსი გაქვთ.

♓თევზები - თქვენი ენერგოტონუსი სასიკეთოდ იცვლება, ფსიქოემოციური მდგრადობა მდგრადი ხდება და ხელი გეწყობათ მემკვიდრეობით საქმეებში, კონკრეტულად კი სადავო თემებში, თქვენდამი დახმარების სურვილით განეწყობიან ახლობლები და მეგობრები. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე