სტილი
(19.10.2022)

მომღერალი ლევან ლაზარიშვილი ამბობს, რომ მას სულებთან აქვს კავშირი. ამის შესახებ ლაზარიშვილმა „ღამის პრაიმთაიმის" ეთერში ისაუბრა.

„სიზმარზე მინდა ვთქვა, თვითონ სიზმარი არის დიდი ტყუილი. მანქანას რომ ვაყენებთ, დილამდე მანქანაში ხომ არ ვრჩებით? გადმოვდივართ და დილით ვსხდებით.

სხეულს, რომელსაც ეძინება და სული, რომელსაც არც ძილი უნდა და არც საჭმელი, რას აკეთებს? გამოდის, ხომ სხეულიდან?

თუ სხეული გვაქვს დაბინძურებული ნარკოტიკით, ალკოჰოლით, ცუდი სიტყვებით, რასაც ამბობს ეკლესია, სინამდვილეში, ჩემს თავზე გამოვცადე, რომ ყველაფერი ზუსტად ეგრე მუშაობს.

თუ ვლოცულობ, არ ვჭამ ისეთ რაღაცას, რაც რეალურად სხეულს მიბინძურებს, შესაბამისად, სულიც უფრო ადვილად გადის ასტრალში.. რაღაც ნიჭები ყოველთვის მქონდა, მაგრამ ამას ახლა მივაქციე ყურადღება...

სულის პროგრესი მოდის ღმერთისგან. ზიარებას აქვს ყველაზე დიდი მადლი. ღამის ლოცვას თუ კითხულობ და შემდეგ იძინებ, აბსოლუტურად, განსხვავებულ სიზმარს კი არ ხედავ, ასტრალის განსხვავებულ შრეში გადიხარ",- თქვა ლევან ლაზარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე