სტილი
(28.11.2022)

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, დედამიწა ამ კვირაში ისევ დადებით ენერგოველში იმყოფება, რაც ადამიანებზე დადებითად აისახება. ასტროლოგი საზოგადოებას მნიშვნელოვანი საქმეების ამ კვირაში მოგვარებას სთხოვს, რადგან მომავალი კვირიდან ვითარება დაიძაბება.

„მთლიანობაში ეს კვირა კარგია, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია.

გვეძლევა შანსი, რომ დავასრულოთ მნიშვნელოვანი საქმეები, რადგან მომდევნო კვირა რთული იქნება. გვაქვს სამი გეომაგნიტური დღე: ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ ეს კვირა გამოიყენოთ ყველა მიმართულებით, იქნება ეს ახალი საქმეების დაწყება, საცხოვრებელი სახლის შეცვლა თუ სხვა რამ, შემდეგი კვირიდან ვითარება დაიძაბება.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ კვირაში ერთი დღე - ხუთშაბათი არის რთული, ამ დღეს არ დაგეგმოთ არაფერი და მოერიდეთ კონფლიქტებს, რადგან იქნება კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა, სხვა მხრივ კვირა დადებით შანსებს იძლევა“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილაში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე