სტილი
(09.12.2022)

22 დეკემბერი, მზებუდობა, წელიწადის უმოკლესი დღეა და, შესაბამისად, ყველაზე გრძელ ღამესთან ასოცირდება. ოდესღაც ხალხს სჯეროდა, რომ 22 დეკემბერი მზის დაბადების დღე იყო და წლის მთავარ მომენტად განიხილავდნენ, როდესაც ბუნების უხილავი გამოღვიძება იწყებოდა.

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ სუფრა ხილით გაშალოთ და საყვარელ ადამიანებს უმასპინძლოთ. რაც მთავარია, უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ეცადოთ, პოზიტიური განწყობა შეიქმნათ.

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ზამთრის მზებუდობის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ვაშლის მირთმევა, ამიტომაც, ჯობს მაღაზიაში, ბაზარში ყველაზე მადის აღმძვრელი ვაშლი იყიდოთ ან საკუთარი საცავიდან გამოიტანოთ და ბოლომდე შეჭამოთ.

მნიშვნელოვანია, რომ ეს რიტუალი მარტომ ჩაატაროთ. ხოლო, ვაშლის თესლი პატარა ქოთანში, ან კიდევ თასში ჩათესეთ და თქვენი სანუკვარი ოცნებები ხმამაღლა გაიმეორეთ. ერთი კვირის განმავლობაში წყალი დაასხით, ხოლო თუ გაღვივებას შეძლებთ, 21 მარტს გადარგეთ. ამის შემდეგ ადამიანებს სჯეროდათ, რომ ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად აუსრულდებოდათ. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ სხვა მცენარის თესლის შემთხვევაში.

გარდა ამისა, შეგიძლიათ სურვილი დაწეროთ პატარა ფურცელზე, დაახვიოთ და ცეცხლი წაუკიდოთ. როდესაც დაიწვება, ფერფლი შეინახეთ და ქარიან ამინდში მიმოფანტეთ. ასე ადამიანებს სჯეროდათ, რომ სამყარო მათ სურვილებს ყველაზე უკეთ იგებდა და ასრულებაში ეხმარებოდა.არ დაგავიწყდეთ მადლიერების გამოხატვა იმისთვის, რაც გაქვთ და უკეთესი დღეებიც აუცილებლად მოვა.

გაატარეთ ეს დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, დაგეგმეთ სამომავლო მიღწევების სია და შეიქმენით ამაღლებული განწყობა.

წყარო: „ბომინდი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე