სტილი
(12.12.2022)

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, 2023 წელი საქართველოსთვის მშვიდობიანი იქნება. ამასთან ასტროლოგის განცხადებით, პლანეტების განლაგება 2023 წლიდან ისე შეიცვლება, რომ დასავლეთს პრობლემები შეექმნება, აღმოსავლეთს კი წარმატებები ელოდება.

„2023 წელს  საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება მშვიდობა. ეკონომიკური შესაძლებლობები თანდათან გაუმჯობესდება, ტურიზმი ისევ მაღალ დონეზე განვითარდება. საერთო ჯამში ჩვენ საგანგაშო არაფერი გველოდება. 15 წლის წინ გავაკეთე პროგნოზი და ვთქვი, რომ შავი მთვარე, რომელიც იმყოფებოდა აღმოსავლეთ ზონაში, ნელ-ნელა გადაინაცვლებს დასავლეთისკენ, ამიტომ გაუჭირდებათ ევროპას და ამერიკას. ხოლო თეთრი მთვარე, რომელიც ბოლო 200 წლის განმავლობაში ამერიკის ზონაში იყო და ააყვავა შეერთებული შტატები, პირიქით აღმოსავლეთით წამოვა, ანუ ჩვენკენ. ამიტომ, მოვა დრო, როცა სიტუაციები დაიძაბება დასავლეთში, ხოლო საქართველო იქნება ერთ-ერთი მშვიდობიანი ადგილი, რომელიც მოიზიდავს ინვესტიციებს. ძალიან ბევრი ქართველი დაბრუნდება ევროპიდან საქართველოში, თუმცა ეს ყველაფერი მოხდება ეტაპობრივად, ჩვენ მაინც მოგვიწევს მოვითმინოთ 2025 წლამდე, რადგან სწორედ ეს თარიღი იქნება მსოფლიო პოლიტიკაში გარდამტეხი“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე