სტილი
(19.12.2022)

„მზე, რომელიც ახლა გადასული იყო თევზებში, ხვალიდან გადადის ვერძში და იქნება 16 მაისამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერძი ამ პერიოდში ძალიან წარმატებული იქნება,“ - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს.

ასტროლოგი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამ კვირაში 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს  - სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა.

მიხეილ ცაგარელის თქმით, კარგი იქნება თუ 22 დეკემბერს ილოცებთ და სურვილს ჩაუთქვამთ. 

რაც შეეხება 23 დეკემბერს, არის ახალმთვარეობა - მზის და მთვარის შეხვედრა ხდება თხის რქის ზოდიაქოში.  

ასტროლოგი კი საზოგადოებას ურჩევს ეს დღე ფრთხილად გაიარონ. 

„ახალმთვარეზე შეგიძლიათ ფული აჩვენოთ მთვარეს, იმისთვის რომ მოიზიდოთ ფინანსები. თუმცა ამ დღეს კონფლიქტების, ავარიების და დაძაბულობის შანსები მატულობს, ამიტომ ეცადეთ ეს დღე ფრთხილად გაიაროთ.

ეს არის კოსმიური გამოცდის პერიოდი, გვიმოწმებს სამყარო როგორ გავივლით ამ დღეს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე