სტილი
(21.12.2022)

რამდენიმე დღეში 2023 წელი შემოაბიჯებს. ახალ წელს ადამიანები იმედითა და სურვილებით ელოდებიან. ცაგარელი საზოგადოებას ასწავლის, რა უნდა გაითვალისწინონ ახალი წლის ღამეს, რომ დადებითი ენერგიები მოიზიდონ და წარმატებულები იყვნენ.

 საზოგადოებას სთხოვს 2022 წელს მადლობა გადაუხადონ, ახალ 2023 წელს კი ასე შეხვდნენ: „აღმოსავლური კალენდრის თანახმად კურდღლის წელი საქართველოში შემოდის 22 იანვარს 00:56- წუთზე, თუმცა ბუნებრივი ტრადიციისამებრ ჩვენ აღვნიშნავთ 31 დეკემბერს. ვინაიდან 22 იანვარს აღარავის გაახსენდება ის რიტუალები, რაც ახალი წლის შემოსვლისას უნდა გააკეთონ. აქვე გეტყვით, რა არის საჭირო კეთილდღეობის და ბარაქის მოსაზიდად და შეუძლია საზოგადოებას ეს ყველაფერი 31 დეკემბერს შეასრულონ.

მაშ ასე: პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ საახალწლო სუფრაზე გქონდეთ სამი სიმბოლო - ვეფხვი, კატა და კურდღელი - ვინაიდან, 22 იანვრამდე კვალავ ვეფხვის ენერგიებია და შესაძლოა, უპატივცემულობის შემთხვევაში მან კუდი მოიქნიოს. 

ვეფხვი, კატა-კურდღლი

ასე რომ დადგით ვეფხვი და მას სიმბოლურად დაუდეთ ხორცის ნაჭერი წინ. ვეფხვს გვერდით მიუსვით კატა, მას წინ დაუდგით პატარა თევზეული და ბოლოს კურდღელი, რომელსაც სიმბოლურად დაუდგით სტაფილო, ან რაიმე ბოსტნეული. ჩათვალეთ, რომ ამ ჟესტით პატივს მიაგებთ წლის ენერგიებს, ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ეს წელი არის წყლის სტიქიის, შესაბამისად უნდა გამოიყენოთ წყლის ფერები - ლურჯი, მწვანე, თეთრი, ნაცრისფერი და ასევე შავიც რადგან წყლის სიღრმეში უკვე ლურჯი შავად აღიქმება, უნდა გაითვალისწინოთ რომ  წყალი მონათესავეა მიწის და შესაბამისად მიწის სტიქიის ფერების წარმატების მომტანი იქნება, ესენია  - ყავისფერი, ყვითელი, ოქროსფერი და ბეჟი. ეს ფერები უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტანსაცმელში, ისე დეკორაციებსა და სუფრის გაწყობისას. საახალწლო დეკორაციებში შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელიც, რადგან ის ენერგიის სიმბოლოა. გირჩევთ, რომ ნაძვის ხეც ამ ფერებში მორთოთ, მის გვერდით დადგით აუცილებლად ჩიჩილაკი და ჩიჩილაკს გვერდით დაუდგით მანდარინის ხე, ან ტოტი, თუნდაც ხელოვნური, რადგან მანდარინის ხეს აღმოსავლეთში ხვავის, ბარაქის და სიყვარულის ხეს უწოდებენ.

სურვილების ჩაფიქრების რიტუალი

ვინაიდან, ამ წლის ციფრი ნუმეროლოგიურად არის 7,  გასათვალისწინებელია, რომ საახალწლო სუფრაზე გქონდეთ 7 სანთელი, შეგიძლიათ ეს სანთელი იყოს ლურჯი, ან სხვადასხვა ფერები, ახალი წლის დადგომამდე ერთი წუთით ადრე აანთეთ სანთლები მადლობა გადაუხადეთ წინა წელს, მიუხედავად იმისა თუ როგორი იყო ის წელი თქვენთვის. 12 საათის შემდეგ უკვე შეგიძლიათ შეხედოთ სათითაოდ ყველა სანთლის ცეცხლის ალს და ჩაუთქვათ სურვილი, ოღონდ ეს სურვილი არ უნდა შეეხებოდეს ფინანსებს, ჩაიფიქრეთ 7 სურვილი და თუ სანთელს ბოლომდე დაწვას აცდით ძალიან კარგია, თუ არა და არაუშავს, შეგიძლიათ ჩააქროთ და მეორე დღეს  თავიდან აანთოთ, რათა ბოლომდე დაწვათ.

ფინანსების მოზიდვის რიტუალი

ახლა რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს,  ფულის მოზიდვის შესაძლებლობა წელს განსაკუთრებით მაღალია, ამიტომ გასწავლით შემდეგ რიტუალს. აიღეთ 3 ცალი -  2 ლარიანი და 1 ცალი - ერთლარიანი, აიღეთ ყულაბა, სასურველია ის იყოს კატა-კურდღლის გამოსახულების, ჩააგდეთ სათითაოდ და ფინანსებთან დაკავშირებით ჩაუთქვით სურვილი. იქნება ეს ბონუსების მოზიდვა, ხელფასის გაზრდა თუ ვალის გასტუმრება.

ეს რიტუალი შეგიძლიათ გააკეთოთ 7 ერთ ლარიანითაც  და ამ შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ ჩაიფიქროთ ფინანსებთან დაკავშირებით 7 სურვილი.

რაც შეეხება მეკვლეს, ვინაიდან, ეს წელი კატა-კურდღლის წელია და ის მშვიდობიანად ითვლება, სასურველია მეკვლე იყოს მშვიდი, წყნარი, გონებამახვილი, ინტელექტუალი და დიპლომატი, რომელმაც უნდა მოიტანოს 7 ცალი მანდარინი, 7 ცალი ფორთოხალი, 3 ცალი 2 ლარიანი და 1 ერთლარიანი, ასევე ბევრი ტკბილეული. ეს იქნება ძალიან კარგი ენერგიების მომტანი, აგრეთვე სასურველია, ფისო შემოვიდეს ან ადამიანი, ვისაც ჰყავს ფისო.

საახალწლო სუფრა

საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს საცივი და რატომ - ექსპერიმენტები ჩატარდა საცივზე და აღმოჩნდა, რომ აგვისტოში მიღებულ საცივსა და დეკემბერ-იანვარში მირთმეულს აბსოლუტურად სხვა და სხვა შედგები აქვს, ახალ საცივი არის ყველაზე სასარგებლო, ის იცავს ადამიანის ორგანიზმს და აძლიერებს მის იმუნიტეტს. კარგი იქნება თუ მამაპაპური ტრადიციული სუფრა წინა პლანზე იქნება წამოწეული, თუმცა ეგზოტიკურიც არ არის პრობლემა და გაითვალისწინეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სუფრაზე იყოს კურდღლის ხორცი.

წყარო: digest.ge 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე