სტილი
(28.12.2022)

მანამ, სანამ კურდღლის წელს შევეგებებით და ვეფხვისას გავაცილებთ, აუცილებელია, ვეფხვი არ გავანაწყენოთ. ამისთვის კი საჭიროა მაგიდაზე მასთან დაკავშირებული სიმბოლოები გვქონდეს. ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს: 

ვეფხვის პატივისცემის ნიშნად საჭიროა სუფრაზე მოგვეპოვებოდეს ხორცის პატარა ნაჭერი, ხოლო კურდღლისთვის - ბოსტნეული.

არ უნდა დავივიწყოთ ნუმეროლოგია - 2023 (2+2+3) ჯამში შვიდს გვაძლევს, 7 კი ღვთიური რიცხვია. ამიტომ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გვენთოს შვიდი ცალი სანთელი. ახალი წლის დადგომამდე 20 წუთით ადრე, ვანთებთ შვიდივე სანთელს და ძველ წელს ასე 

ვემშვიდობებით.

ახალი წლის დადგომის შემდეგ კი სურვილების ჩაფიქრების დრო დგება: თითოეულ სანთელს შეხედეთ და 7 სურვილი ჩაიფიქრეთ, მაგრამ აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ კურდღელს არ უყვარს ფული, ამიტომ ფინანსებთან დაკავშირებულ სურვილებს მოერიდეთ.

თუ შარშან აქტიური და მებრძოლი სულისკვეთების მეკვლე გყავდათ, წელს კარგი იქნება, თუ უპირატესობას მშვიდ და გაწონასწორებულ მეკვლეს მიანიჭებთ. 12 საათის დადგომისას მან თქვენს ოჯახში 7 ფორთოხალი, 7 მანდარინი, 3 ორლარიანი, 1 ერთ ლარიანი და სხვა ტკბილეული უნდა  შემოიტანოს. კარგი იქნება, თუ ოჯახში მეკვლე პატარა ბაჭიას ან კატას შემოიყვანს.

ნაძვის ხის გვერდით აუცილებლად უნდა გქონდეთ ჩიჩილაკი ან მანდარინის ხის ტოტი, რადგან მანდარინის ტოტი აღმოსავლეთში სიხარულის, ბედ-იღბლის გახსნისა და წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ითვლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე