სტილი
(03.01.2023)

2023 წლის პირველ კვირას დედამიწა დადებით ენერგოველშია, შესაბამისად ზოდიაქოს ნიშნებს უფრო მეტი პოზიტივი ელოდებათ ვიდრე ნეგატივი. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საკუთარ „იუთუბ“ არხზე თორმეტივე ნიშნის პერსპექტივებს განიხილავს. 

ვერძი - თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, შესაძლოა ადვილად გაცივდეთ და ადვილად დაიღალოთ. ამიტომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. თუმცა ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ საქმიანი აქტიურობისათვის და ფინანსური კეთილდღეობისათვის. შეგიძლიათ გლობალურ პროცესებშიც ჩაერთოთ, რადგან წარმატების პერსპექტივები გაქვთ. თქვენთვის ყველაზე კარგია 3 და 8 რიცხვი, არ ვარგა 6 იანვარი.

კურო - თქვენი ენერგოტონუსი საკმაოდ მაღალი და მდგრადია. აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. ეს დრო ხელს უწყობს ცხოვრებისეული მიზნების დასახვას და ამიტომ ნუ გაფლანაგვთ ამ დროს დასვენებასა და დროსტარებაში. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 6 იანვრის დღე - არ ვარგა 3 და 8 იანვარი

ტყუპები - თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, არასტაბილურია, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიღლებით და უფრო მეტად დაისვენეთ. თუმცა კარგი პერიოდია ახალი მიზნების დასახვისთვის. ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ საქმიან და პირად სფეროში. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 4 იანვარი და არ ვარგა 2 და 6 იანვრის დღეები.

კირჩხიბი - საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა კი მდგრადი. ეს პერიოდი ხელს შეუწყობს ახალი პერსპექტივების დასახვას და საინტერესო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ყველაზე კარგი თქვენთვის იქნება 6 იანვარი და არ ვარგა 3 და 8 იანვრის დღეები.

ლომი - აქტიური მოქმედების და კარიერული წინსვლის პერიოდია, ნაყოფიერი და წარმატებული იქნება თქვენი მოქმედება. შესაძლოა სამსახურში მოხდეს რაღაც საკადრო ცვლილებები, მოგეცემათ საშუალება ხმამაღლა განაცხადოთ თქვენი იდეები. თქვენთვის კარგი იქნება 4 იანვრის დღე და არ ვარგა 2 და 6 იანვარი.

ქალწული - თქვენი ენერგია აშკარად მომატებულია. მოიმატებს ამბიციებიც და გაუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა. გახდებით კონკურენტუნარიანი და კიდევ უფრო იღბლიანი. კარგია თქვენთვის 2 და 7 იანვრის დღეები და არ ვარგა  4 იანვარი.

სასწორი - ეს პერიოდი თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებს შეუწყობს ხელს, მათ შორის პირად ცხოვრებაშიც. გაუმჯობესდება თქვენი საქმიანი ურთიერთობები, მოსალოდნელია ბიზნესის გაფართოება და მემკვიდრეობის მიღება. კარგი იქნება თქვენთვის 3 და 8 იანვარი და არ ვარგა 6 რიცხვი.

მორიელი - თქვენ ახლა ახალი შთაბეჭდილების მიღების სურვილი გექნებათ. შესაძლოა შეცვალოთ სახლში დიზაინი. მოსალოდნელია აღმოჩნდეთ ბინის, სამსახურის ან სხვა ცვლილებების წინაშე. კარგია თქვენთვის 2 და 7 იანვარი და არ ვარგა 5 იანვრის დღე.

მშვილდოსანი - თქვენ ახლა შესაძლოა მოგიხდეთ ვალების დაბრუნება და სესხის დაფარვა. ცვალებადი პერიოდი გაქვთ. ეცადეთ მაქსიმალურად მოერიდოთ ფინანსურ ხარჯს და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 5 იანვრის დღე და და არ ვარგა 2 და 7 იანვრის დღეები.

თხის რქა - ახლა თქვენი დროა, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. ახლა თქვენს ზოდიაქოს 3 პლანეტა გადის, ამიტომ წარმატების და იღბლიანობის შანსები ახლა ყველაზე მაღალი გაქვთ. პოზიტიური ცვლილებების დრო გაქვთ. კარგია თქვენთვის 7 იანვრის დღე და არ ვარგა 5 იანვარი.

მერწყული - აი, თქვენ სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან ფარული მტრები და კონკურენტები ძალიან გააქტიურდებიან, მით უმეტეს ენერგოტონუსი ძალი დაბალი გაქვთ. შეეცადეთ ეს პერიოდი მშვიდად გაიაროთ. ყველაზე კარგია თქვენთვის 5 იანვარი და არ ვარგა 2 და 7 იანვრის დღეები.

თევზები - თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ინტუიციური ხდებით, მოსალოდნელია სანაცნობო წრის გაფართოება და კარიერული წინსვლა. კარგია თქვენთვის 6 იანვარი და არ ვარგა 4 იანვარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე