სტილი
(03.01.2023)

ასტროლოგი რამაზ გიგაური იანვრის მთვარის ე. წ. „უკურსო მოძრაობის“ კალენდარს აქვეყნებს და ადამიანებს ურჩევს, დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღონ.

„მთვარის „უკურსო მოძრაობა“ - იანვარი ასტროლოგიაში „მთვარის უკურსო (უგეზო) მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).

ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ. დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ: არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები; არ შეიძინოთ ნივთები;  არ დაიწყოთ ახალი საქმე;  არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული; არ დადოთ შეთანხმებები;  არ მოაწეროთ საბუთებს ხელი!!! - წერს რამაზ გიგაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე