სტილი
(28.05.2021)

The Sun-ის წყაროს ცნობით, რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი არ დარდობს და წუხს ქანიე ვესტისა და ირინა შეიკის შესაძლო რომანის შესახებ. მისივე თქმით, ეჭვიც კი ეპარება, რომ ისინი ერთად იყვნენ.

"კიმი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ჭორებს ირინას შესახებ. მისთვის ეს ერთგვარი ყურადღების მიპყრობაა ქანიესა და კიმის ქორწინების წლისთავის გამო, რომელიც 24 მაისს იყო.

მას სულაც არ აწუხებს და არ სჯერა ჭორების. მაშინაც კი, თუ ეს სიმართლე იქნება, ეჭვი მეპარება, რომ მან იდარდოს", - ამბობს The Sun-ის ინსაიდერი.

ირი­ნა შე­იკ­სა და ქა­ნიე უესთს ერ­თმა­ნეთ­თან დიდი ხა­ნია მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რი აქვთ. მათი გზე­ბი ჯერ კი­დევ 2010 წელს გა­და­იკ­ვე­თა, რო­დე­საც რუს­მა მო­დელ­მა ქა­ნი­ეს მუ­სი­კა­ლურ ვი­დე­ორ­გოლ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

რე­პე­რი რამ­დე­ნი­მე თვის წინ კიმ კარ­და­ში­ანს სკან­და­ლუ­რად და­შორ­და. კარ­და­ში­ან­მა ღიად ისა­უბ­რა ქა­ნი­ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ და იმა­ზე, რომ მას ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა აქვს. თა­ვის მხრივ, რე­პერ­მა თქვა, რომ კიმ­სა და მის ოჯახს რე­პე­რის სახ­ლში გა­მო­კეტ­ვა სურ­დათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ირი­ნა შე­იკს, ის რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­შორ­და მსა­ხი­ობ ბრედ­ლი კუ­პერს, თუმ­ცა მას­თან დღემ­დე ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

წყვილს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, ლეა ჰყავს, რომ­ლის აღ­ზრდა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თა­ნაბ­რად ინა­წი­ლე­ბენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე