სტილი
(18.03.2024)

ვერძი

მოიმატებს ენერგია. კარგი დროა როგორც პირადი, ისე საქმიანი ცვლილებების განსახორციელებლად. სასიყვარულო ურთიერთობები და რომანტიკული გარემო გააძლიერებს გრძნობებს. მოგზაურობების დროს, სასიამოვნო სიახლეები გელით.

კურო

დინამიკური და ენერგიული პერიოდია, ბევრი შეხვედრებითა და გადაადგილებებით. თუმცა, ფინანსური საკითხების მოგვარებისას გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. რომანტიკის მოთხოვნილება სიყვარულის მორევში გადაგაგდებთ.

ტყუპები

გაგიადვილდებათ ახალი კონტაქტების დამყარება. ადვილად შეძლებთ პირად და საქმიან ურთიერთობებში არსებული ხარვეზების გამოსწორებას. სასიყვარულო ასპარეზზე მეტად თამამი და მგრძნობიარე გახდებით და ბევრ თაყვანისმცემელს შეიძენთ.

კირჩხიბი

ურთიერთობებში მოიმატებს თავისუფლებისა და პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების სურვილი, რაც პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს. გამოიჩინეთ მოთმინება, რათა არ გაიფუჭოთ ურთიერთდამოკიდებულება ახლობლებთან. კარგია განმარტოება და დახარჯული ენერგიის აღდგენა.

ლომი

პოზიტიური განწყობა ყველა პრობლემას ადვილად დაგაძლევინებთ. გადაადგილებების, მოგზაურობების, კონტაქტების რაოდენობა გაიზრდება. ახალი კავშირები შემდგომში პერსპექტიული აღმოჩნდება. სასიყვარულო ურთიერთობა, მშვიდი და ჰარმონიული იქნება.

ქალწული

დაგიფასდებათ შრომა და გაგიადვილდებათ ახალი სიმაღლეების დაპყრობა. ყველაფერს, რასაც შეეხებით, დადებითი ფინალი ექნება. სიტუაციის სწრაფი ცვლილება, გაახალისებს თქვენს ცხოვრებას. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიმშვიდეს მოგიტანთ.

სასწორი

ახალი იდეებისა და პროექტების რეალიზება გაგიადვილდებათ პარტნიორთა დახმარებით. ფინანსური საკითხების მოგვარებისათვის დაიხმარეთ გავლენიანი პირები. სასიყვარულო და ოჯახური პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ურთიერთგაგებით და მოთმინებით.

მორიელი

გაძლიერდება ინტუიცია და წინათგრძნობა. ახალ ინფორმაციას, გადამოწმების გარეშე ნუ გამოიყენებთ. მოგების მისაღებად არ დაზოგოთ ენერგია ახალ საქმეებზე. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ამ პერიოდში განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება.

მშვილდოსანი

გაიზრდება გადაადგილებებისა და შეხვედრების რაოდენობა. არსებული გარემოებების დახმარებით შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. გაზრდილი ინტუიცია და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ პირად ურთიერთობებში წინააღმდეგობების გადალახვაში.

თხის რქა

სამსახურისა და ბიზნესის საქმეებში დროულად გადადგმული ნაბიჯი პოზიციების გამყარებასა და საწადელის მიღწევას შეუწყობს ხელს. კარგი იქნება თუ საყვარელ ადამიანს პირისპირ და გულღიად სერიოზულად დაელაპარაკებით. უცხოელებთან ურთიერთობა, ახალ პერსპექტივებს დაგანახვებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე