სტილი
(04.06.2021)

მომღერალი ლოლა წერეთელი ახალი სიყვარულის შესახებ უკვე თამამად საუბრობს, მისი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია. ლოლა ამბობს, რომ შეყვარებულის დედაც გაიცნო, რომელსაც მარგო ჰქვია.

ლოლა წერეთელი საქართველოდან რუსეთში რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა, სადაც რესტორანში მღეროდა და პანდემიის რთულ პერიოდს იქ ატარებდა. ახლა ლოლა ისევ საქართველოშია და, სავარაუდოდ, საქმიანობასაც აქ გააგრძელებს.

რამდენიმე თვის წინ ლოლა  ჰყვებოდა, რომ საფრანგეთში მცხოვრებ სომეხ მამაკაცთან ჰქონდა მიმოწერა და ის სთხოვდა, რომ საფრანგეთში ჩასულიყო.

ლოლა ქმართან, გიორგი წერეთელთან გაშორების შემდეგ თავს ცუდად გრძნობდა, იყო ტკივილი, სევდა, მაგრამ ახლა მის ცხოვრებაში აბსოლუტურად ახალი ეტაპი დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე