სტილი
(28.01.2023)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, მთაში და მაღალ მთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 28 იანვარს დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსი იქნება, ხოლო 29 იანვრიდან 3-4 გრადუსით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.თბილისში, 29-31 იანვარს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. 29 იანვრამდე ღამის საათებში ისევ უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი (-2, -4 გრადუსი), 29 იანვრიდან კი შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა ღამით +1, +3, ხოლო დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს..

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე