სტილი
(02.06.2023)

ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცის ავრცელებს. მისი ინფორმაციით, 3 წლის ქართველი ემიგრანტის ქალიშვილი, ავარიაში მოყვა.

მომხდარი ავარიის შედეგად სამი წლის გოგონა რეანიმაციაში გადაიყვანეს.

„გუშინ, საბერძნეთის ტელევიზიამ საშინელი ინფორმაცია გადმოსცა... ჩვენი ახლობელი ქართველი ემიგრანტის ქალიშვილს, პატარა ლილეს და მის თანმხლებ ქალბატონს მოტოციკლი დაეჯახა და საგზაო შემთხვევის გამო, ჩვენი პატარა რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ანგელოზო! შენ გაიმარჯვებ! შენი მშობლები საუკეთესო ადამიანები არიან და ღმერთი არ გასწირავს არც მათ და არც შენ!

ჩემო თოჯინა, შენ ძალიან მალე გამოჯანმრთელდები და ეს ყველაფერი, ერთი ცუდი სიზმარივით ჩაივლის...

შენი იმედი გვაქვს უფალო!", - წერს ემიგრანტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე